პარიზის ალყა (845) — დასავლეთ ფრანკიაში ვიკინგების შემოსევის კულმინაცია 845 წელს. ვიკინგების ძალებს ხელმძღვანელობდა სკანდინავიელი მეთაური, სახელად "რეგინჰერუსი", ან რაგნარი, რომელიც სავარაუდოდ გაიგივებული იყო ლეგენდარული საგის პერსონაჟთან, რაგნარ ლოდბროკთან. რაგნარის ფლოტი 120 გემისგან შედგებოდა, რომელებსაც ათასობით კაცი და ქალი გადაჰყავდათ, ისინი მარტში შევიდნენ მდინარე სენაში და მას გაყვნენ.
სწრაფი ფაქტები თარიღი, მდებარეობა ...
დახურვა
ფრანკთა მეფემ შარლ მელოტმა საპასუხოდ შეკრიბა მცირე ჯარი, მაგრამ მას შემდეგ რაც ვიკინგებმა დაამარცხეს ერთი დივიზია, რომელიც შეადგენდა არმიის ნახევარს, დანარჩენმა ძალებმა უკან დაიხიეს. ვიკინგებმა პარიზი თვის ბოლოს, აღდგომის დროს აიღეს. მათ გაძარცვეს და დაიკავეს ქალაქი, უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც შარლ მელოტმა გამოსასყიდი გადაიხადა 2,570 კგ (83,000 უნცია) ოქროსა და ვერცხლის სახით.