პარსეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარსეკი (შემოკლებით პს) — სიგრძის ერთეული, რომელიც გამოიყენება მანძილის გასაზომად ასტრონომიაში. დასახელება შედგენილია სიტყვებისაგან parallax და second. დედამიწიდან ერთი პარსეკის (პს) მანძილზე დაშორებული ობიექტის წლიური ტრიგონომეტრიული პარალაქსი უტოლდება ერთ სეკუნდს. ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი (1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით.
- 1 პს = ა.ე. ≈ 206 265 ა.ე. = 3,08568×1016 მ = 3,2616 სინათლის წელი.
აგრეთვე გამოიყენება ერთეულები: კილოპარსეკი (კპს, ათასი), მეგაპარსეკი (მგპს, მილიონი), გიგაპარსეკი (გპს, მილიარდი).