პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი — პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, რომელიც მდებარეობს პრინსტონში, ნიუ ჯერსიში, აშშ-ში. დაარსდა 1882 წელს და ახლა მასში განთავსებულია 92,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც დათარიღებულია ანტიკურობიდან თანამედროვე პერიოდამდე. პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი ეძღვნება ხელოვნების და კულტურის სფეროების სწავლებას, კვლევას და უნივერსიტეტის მიზნების მხარდაჭერას და გაძლიერებას, და ვიზიტორების მომსახურებას მთელი მსოფლიოდან. მისი კოლექციები კონცენტრირებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე, დასავლეთ ევროპაზე, ჩინეთზე, შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაზე.
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
40°20′49″ ჩ. გ. 74°39′28″ დ. გ. | |
დაარსდა | 1882 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | პრინსტონი |
კლასიფიკაცია | ხელოვნების მუზეუმი |
ვიზიტორები | 200,000 [1] |
ოფიციალური საიტი | http://artmuseum.princeton.edu |
მუზეუმს აქვს ბერძნული და რომაული სიძველეების დიდი კოლექცია, მათ შორის კერამიკა, მარმარილო, ბრინჯაო და რომაული მოზაიკა, რომელიც მუზეუმმა მოიპოვა ანტიოქიაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. შუა საუკუნეების ევროპა წარმოდგენილია ქანდაკებით, ლითონის ნაწარმით და ვიტრაჟებით. დასავლეთ ევროპის ნახატების კოლექცია მოიცავს ადრეული რენესანსის ნიმუშებს მეცხრამეტე საუკუნემდე. მზარდია მეოცე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების კოლექცია. მუზეუმის ფოტოგრაფიული კოლექცია მეტად მნიშვნელოვანია, იგი ითვლის 27000 -ზე მეტ ნამუშევარს 1839 წელს დაგეროტიპის გამოგონებიდან დღემდე. მუზეუმი ასევე ცნობილია თავისი აზიური გალერეით, რომელიც მოიცავს ჩინური კალიგრაფიის, ფერწერის, ბრინჯაოს უძველეს ნამუშევრებს, ჟადეზე მოჩუქურთმებებს და ფაიფურის ნივთებს. კოლექციების გარდა, მუზეუმი რეგულარულად ატარებს დროებით გამოფენებს, სადაც წარმოდგენილია საკუთარი ჰოლდინგის ნამუშევრები, ასევე მსოფლიოს და კერძო კოლექციონირების ნამუშევრები.
მუზეუმში შესვლა უფასოა და ღიაა სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე, ხუთშაბათს, 10:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე და კვირას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მუზეუმის ახალი შენობა იმავე ადგილას აშენდება სამი წლის განმავლობაში, დავით აჯაიე იქნება არქიტექტორი.[2]
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი არის ქალთა და მამაკაცთა ძეგლების მუზეუმების ქსელის ნაწილი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს ხელოვნების დაცვის ძეგლთა მამაკაცთა ფონდის მიერ.[3]