სამხრეთი სუდანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი სუდანი (ინგლ. South Sudan), ოფიციალურად სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of South Sudan) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აფრიკაში. დედაქალაქია ჯუბა, თუმცა დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა ჯუბიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში — ტბების შტატში ხელახლა დაარსებული დედაქალაქის ოლქის ქალაქ რამსელში.
სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: სამართლიანობა, თავისუფლება, აყვავება | ||||||
ჰიმნი: Land of Cush (South Sudan Oyee!) |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ჯუბა | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური[1][2] | |||||
აღიარებული ეროვნული ენები | და კიდევ დაახლოებით 60 სხვა ენა |
|||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | სალვა კიირი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | ჯეიმზ უანი იგა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 644 329 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2008 აღწერა | 8 260 490 | ||||
- | სიმჭიდროვე | 12,82 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2015 შეფასებით | |||||
- | სულ | $23,546 მილიონი[3] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2136[3] | ||||
ვალუტა | სამხრეთ სუდანური ფუნტი | |||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
ქვეყნის კოდი | SS | |||||
Internet TLD | .ss[4] | |||||
სატელეფონო კოდი | 211[5] |
სახელმწიფოს აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ²[6][7]. 2008 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 8 260 490 ადამიანს.[8][9][10]
სუვერენული სტატუსი მიიღო 2011 წლის 9 ივლისს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სუდანის მიერ ოფიციალურად აღიარების შემდეგ.[11] ამავე წლის 14 ივლისს ახლადშექმნილი სახელმწიფო გაეროს 193-ე[12], ხოლო 28 ოქტომბერს იუნესკოს 194-ე წევრი სახელმწიფო გახდა.[13] სახელმწიფოს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.