სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
სახვითი ხელოვნების მუზეუმი — მუზეუმი ბოსტონში, მასაჩუსეტსში, მე-14 უდიდესი ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოში. შეიცავს 450,000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ კოლექციად აქცევს ამერიკაში. მასში განთავსებულია 8,161 ნახატი, ამერიკის მუზეუმებს შორის ნახატების რაოდენობით პირველობაში მხოლოდ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ეცილება. წელიწადში 1.2 მილიონზე მეტი ვიზიტორით,[2] 2019 წლის მონაცემებით არის 52-ე ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმი მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
სწრაფი ფაქტები სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი, დაარსდა ...
სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბოსტონი | |
---|---|
42°20′22″ ჩ. გ. 71°05′39″ დ. გ. | |
დაარსდა | 1870 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ბოსტონი |
კლასიფიკაცია | სამხატვრო მუზეუმი |
ვიზიტორები | 1,249,080 (2019)[1] |
ოფიციალური საიტი | mfa.org mfa.org/ mfa.org |
დახურვა
დაარსდა 1870 წელს კოპლის მოედანზე, მუზეუმი მის ამჟამინდელ ადგილას გადავიდა 1909 წელს. დაკავშირებულია ტაფტსში მდებარე სახვითი ხელოვნების მუზეუმის სკოლასთან.