სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორი (SSRI) — ნარკოტიკების კლასი, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც ანტიდეპრესანტები ძირითადი დეპრესიული აშლილობის, შფოთვითი აშლილობისა და სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.
SSRI-ები ზრდიან ნეირომედიატორი სეროტონინის დონეს უჯრედის გარეთ, პრესინაპტიკურ უჯრედში რეაბზორბციის (ხელახალი შეწოვა) შეზღუდვით.[1] მათ აქვთ სხვადასხვა დონის შერჩევითობა სხვა მონოამინი გადამტანების მიმართ. სუფთა SSRI-ებს ახასიათებს ძლიერი მიერთების ხარისხი სეროტონინის გადამტანთან და სუსტი მიერთების ხარისხი ნორეპინეფრინისა და დოფამინის გადამტანებთან.
SSRI-ები ბევრ ქვეყანაში ყველაზე ფართოდ გამოწერილი ანტიდეპრესანტებია..[2] SSRI-ების ეფექტურობა დეპრესიის მსუბუქ ან ზომიერ შემთხვევებში სადავოა[3] და შეიძლება იყოს ან არ იყოს გადაწონილი გვერდითი ეფექტებით, განსაკუთრებით მოზარდთა პოპულაციაში.[4][5][6]