სეხემხეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეხემხეტი — ძველი ეგვიპტის ფარაონი მესამე დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა დაახლოებით ძვ. წ. 2611-2603 წლებში.
იგი იყო ფარაონ ჯოსერის მემკვიდრე. XX საუკუნემდე მისი სახელი უცნობი იყო. ფარაონი მსგავსი სახელით არ არსებობს ტურინისა და აბიდოსიის ფარაონების სიაში. ტურინის სია თავის მხრივ მოიხსენიებს ფარაონ ჯორსეტის, რომელიც თითქოს ეგვიპტეს მართავდა შვიდი წლის განმავლობაში. თანამედროვე ეგვიპტოლოგები თვლიან, რომ ჯორსეტი და სეხემხეტი ერთი სახეა.