სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
მუდმივი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო / From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო — პირველი მუდმივი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის კომპეტენციაში შედის იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, ომის დანაშაულებებში და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. შეიქმნა რომის წესდებით, რომელიც 1998 წელს იქნა მიღებული. ფუნქციონირებს 2002 წლის ივლისიდან. სასამართლოს რეზიდენცია მდებარეობს ჰააგაში, თუმცა მოსამართლეთა სხდომები ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაიმართოს. ეს არ არის იგივე, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ასევე ჰააგაში მდებარეობს, თუმცა სხვა კომპეტენცია აქვს.