სოლომონის კუნძულების კამპანია
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლომონის კუნძულების კამპანია — მასშტაბური კამპანია მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრში. კამპანია დაიწყო ბრიტანულ სოლომონის კუნძულებსა და ბუგენვილზე იაპონიის საიმპერატორო არმიის გადასხმით 1942 წელს. იაპონელებმა ამ კუნძულების ოკუპირება მოახდინეს და მათზე რამდენიმე საზღვაო და საჰაერო ბაზის მშენებლობა დაიწყეს, იმ მიზნით, რომ იაპონური არმიის ფლანგი დაზღვული ყოფილიყო ახალ გვინეაზე შეტევისას. ეს იქნებოდა დამცავი ბარიერი იაპონელთა ძირითადი ბაზისა რაბაულში და ასევე მოახდენდა მოკავშირეთა მომარაგების ხაზების გაწყვეტას ამერიკელთა, ავსტრალიელთა და ახალზელანდიელთა შორის.
სოლომონის კუნძულების კამპანია | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრის ნაწილი | |||
ამერიკელი საზღვაო ქვეითები პატრულირებენ სოლომონის კუნძულებზე, გუადალკანალი | |||
თარიღი | იანვარი, 1942 - 21 აგვისტო, 1945 | ||
მდებარეობა | ბრიტანული სოლომონის კუნძულები/ ახალი გვინეის ტერიტორია, სამხრეთი წყნარი ოკეანე | ||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სოლომონის კუნძულების კამპანია ვიკისაწყობში |
თავიანთი კომუნიკაციების ხაზების დასაცავად სამხრეთ წყნარ ოკეანეში მოკავშირეებმა წამოიწყეს კონტრიერიში ახალ გვინეაზე, რაბაულის ბაზა ალყაში მოაქციეს და კონტრშეტევაზე გადავიდნენ სოლომონის კუნძულებზე, რომელიც კუნძულ გუადალკანალსა მის მეზობელ მცირე ზომის კუნძულებზე დესანტის გადასხმით 1942 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. გუადალკანალზე გადასხმის შემდეგ აშშ-ს ძალებსა და იაპონელთა შორის დაიწყო დაპირისპირიება, რომელშიც ორივე მხრიდან ჩართული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები. ეს გაგრძელდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ სოლომონის კუნძულებზეც, კუნძულ ახალ ჯორჯიაზე და კუნძულ ბუგენვილზე.
„გამოფიტვის კამპანიაში“ გადაზრდილი ბრძოლა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში რესურსებით ბევრად უფრო მდიდარი ამერიკის შეერთებეული შტატების სახარბიელოდ წარიმართა, იაპონელთა ძალები გამოიფიტა და განიცადა დანაკარგები, რომელთა აღდგენაც ვეღარ მოხდებოდა. მოკავშირეებმა აიღეს სოლომონის კუნძულების ზოგიერთი კუნძული (ამ კუნძულებზე იაპონელთა წინააღმდეგობა მაინც არ შეწყვეტილა და ის ომის დასრულებამდე გაგრძელდა) და ალყაში მოაქციეს იაპონური პოზიციები, რომელთაც შემდგომ გვერდი აუარეს. ამის შემდეგ სოლომონის კუნძულების კამპანია ახალი გვინეის კამპანიას შეუერთდა და მისი ნაწილი გახდა.