ტორპედო (ჭურვი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ტორპედო — წყალქვეშა იარაღი, გამოიყენება გემების წინააღმდეგ. დამახასიათებელია ცილინდრული ფორმა, გააჩნია საკუთარი ძრავა და წყალქვეშა ფრთები მანევრირებისათვის.
ტიპური ტორპედოს მიახლ. (არსებობს მრავალი სახეობა) პარამეტრებია:
- დიამეტრი 0,5 მეტრი
- სიგრძე 7 მეტრი
- 500 კილოგრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება.
- სიჩქარე 37-40 კვანძი
- მოქმედების მანძილი 50-70 კილომეტრი
მოძრაობისათვის გამოიყენება შიდაწვის, ტურბორეაქტიული, რაკეტული, ელექტრო ძრავები.
დამიზნების ტიპებიც სხვადასხვაა:
- უმართავი; მართვისა და სტაბილიზაციის გარეშე. მის კურსზე მოქმედებს წყალქვეშა დინებები და სხვა ფაქტორები (პირველი ტორპედოები).
- პირდაპირმავალი; კომპასით აღჭურვილი. თვითონ ახდენს კურსის კორექტირებას.
- მანევრირებადი; რამდენიმეჯერ თვითონ იცვლის კურსს წინასწარი გეგმის მიხედვით.
- თვითდამიზნებადი პასიური; აღჭურვილია ჰიდროაკუსტიკური სისტემით. ისმენს ხმას და შესაბამისად იცვლის კურსს.
- თვითდამიზნებადი აქტიური; აღჭურვილია ჰიდროლოკატორით. ლოკაციის შესაბამისად იცვლის კურსს.
ტორპედოებით შეიარაღებული არიან წყალქვეშა და წყალზედა გემები, ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავები და ვერტმფრენები.