ტრაპი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტრაპი (შვედ. trappa – კიბე) — კონტინენტური მაგმატიზმის განსაკუთრებული ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიდი მოცულობით ბაზალტის ამოღვრა გეოლოგიურად მოკლე დროში (პირველ მილიონ წლებში). იკავებს დიდ სივრცეებს. ოკეანურ ქერქში ტრაპის ანალოგიურია — ოკეანური პლატო.
ტრაპული მაგმატიზმის რაიონებში იქმნება დამახასიათებელი რელიეფი: ბაზალტური ფენა მას ცუდად ექვემდებარება, ხოლო დანალექი ქანები ადვილად იმსხვრევა. შედეგად ტრაპული მაგმატიზმის არეები იძენენ ბრტყელი ვაკე ტერიტორიების იერს, რომლებიც განლაგებულია ბაზალტური საფრის ან ინტრუზიის თავზე, რომლებიც საფეხურებით არიან გამოყოფილნი. ტრაპულ პროვინციებში ხშირად განთავსებულია წყალვარდნილები.