ტურინის მეფეთა სია
ტურინის პაპირუსი / From Wikipedia, the free encyclopedia
ტურინის მეფეთა სია, აგრეთვე ცნობილი როგორც ტურინის სამეფო კანონი — ეგვიპტური იერატიკული პაპირუსი, რომელიც ფარაონ რამსეს II-ის მმართველობიდან თარიღდება. ინახება ეგვიპტურ მუზეუმში, ტურინში.[1] პაპირუსი, ეგვიპტელების მიერ შედგენილი ყველაზე ვრცელი მეფეთა სიაა და რამსეს II-ის მმართველობამდე პერიოდის ქრონოლოგიის უმეტესობის საფუძველს წარმოადგენს.