უკულელე
გიტარის ერთ-ერთი სახეობა / From Wikipedia, the free encyclopedia
უკულელე — ლუტნის ოჯახის სიმებიანი საკრავი. ჩვეულებრივ აქვს ნეილონის ოთხი სიმი.[1][2]
სწრაფი ფაქტები უკულელე, კლასიფიკაცია ...
დახურვა
უკულელე შეიქმნა XIX საუკუნეში და პორტუგალიური კავაქინიუს ჰავაიური ვარიანტია,[3] პატარა გიტარის მსგავსი საკრავი ჰავაიში მადეირადან და აზორის კუნძულებიდან წასულმა პორტუგალიელმა იმიგრანტებმა შეიტანეს. XX საუკუნის დასაწყისში საკრავი პოპულარული გახდა აშშ-ში და შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
ტონი და ხმიანობა საკრავის ზომისა და ფორმის მიხედვით იცვლება. არსებობს ოთხი სახის უკულელე: სოპრანო, საკონცერტო, ტენორი და ბარიტონი.