ფრანსისკო ფრანკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსისკო ფრანკო (ესპ. Francisco Paulino Hermenegildo Teódulo Franco Bahamonde; დ. 4 დეკემბერი, 1892, ელ-ფეროლი, გალისია — გ. 20 ნოემბერი, 1975, მადრიდი) — ესპანეთის გენერალი და დიქტატორი 1936 წლის ოქტომბრიდან, და ესპანეთის ნომინალურად აღდგენილი სამეფოს დე ფაქტო რეგენტი 1947 წლიდან მის გარდაცვალებამდე. მისი იდეოლოგია ფოკუსირდებოდა ესპანურ ნაციონალიზმზე, კათოლიციზმზე, ანტიკომუნიზმზე, მემარჯვენე იდეოლოგიაზე და ტრადიციულ ფასეულობებზე.[1]
ფრანსისკო ფრანკო ბაამონდე Francisco Franco Bahamonde | |
ესპანეთის სახელმწიფოს მეთაური, რეგენტი და კაუდილიო | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აპრილი 1939 – 20 ნოემბერი 1975 | |
წინამორბედი | მანუელ ასანია (რესპუბლიკის პრეზიდენტი) |
მემკვიდრე | ხუან კარლოს I (მეფე) |
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 თებერვალი 1939 – 9 ივნისი 1973 | |
წინამორბედი | ხუან ნეგრინი |
მემკვიდრე | ლუის კარერო ბლანკო |
დაბადებული | 4 დეკემბერი 1892 ფეროლი, ესპანეთი |
გარდაცვლილი | 20 ნოემბერი 1975 მადრიდი, ესპანეთი |
პოლიტიკური პარტია | ესპანური ფალანგა |
მეუღლე | კარმენ პოლო (1900-1989) |
ხელმოწერა |
ფრანკომ განვლო სახელოვანი სამხედრო კარიერა და მიაღწია გენერლის წოდებას. ის იბრძოდა მაროკოში და ჩაახშო 1934 წლის გამოსვლა რათა დაეცვა რესპუბლიკური მთავრობის სტაბილურობა. 1936 წლის თებერვალს, მემარცხენე იდეოლოგიის სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა ძირითად არჩევნებში და ჩამოაყალიბა მთავრობა. არჩევნებს მოჰყვა არასტაბილურობის და არეულობის პერიოდი, რასაც თან სდევდა ძალადობის ესკალაცია და უნდობლობის ზრდა მემარცხენე და მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიებს შორის. მემარცხენე ძალების მიერ გატარებულმა ანტიკლერიკულმა პოლიტიკამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა, ამავდროულად მთავრობამ დაკარგა ნდობა როგორც მის მხარდამჭერ მემარცხენე ძალებში ასევე სამხედრო წრეებში. 1936 წლის ივლისში, მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხოსე კალვო სოტელოს მოკვლის შემდგომ მოირეშე გვარდიის კომანდოს ქვედანაყოფმა დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება რაშიც მონაწილეობდა ფრანსისკო ფრანკოც. გადატრიალება ჩაიშალა და გადაიზარდა ხანგრძლივ სამოქალაქო ომში სადაც ფრანკო თანდათან იქცა ნაციონალისტთა ლიდერად სახალხო ფრონტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ომში გამარჯვების შემდგომ ფრანკომ დაშალა არსებული პარლამენტი, შემდგომ კი ჩამოაყალიბა მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ავტორიტარული რეჟიმი რომელმაც გასტანა 1978 წლამდე, როდესაც ახალი კონსტიტუცია შემუშავდა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ფრანკომ ოფიციალურად შეინარჩუნა არამეომარი მხარის პოლიტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა დათანხმდა ნება დაერთო ესპანელი მოხალისეებისთვის მიეღოთ მონაწილეობა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაგზავნა ცისფერი დივიზია.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის ფრანკომ დაამყარა სრული კონტროლი ესპანეთზე რეპრესიული და ავტორიტარული ზომების გამოყენებით. მიმდინარეობდა სისტემატიური ჩახშობა დისიდენტური ხედვების ცენზურისა და ძალადობის გამოყენებით,[2][3] წამების ინსტიტუციონალიზებით,[4] იდეოლოგიური მტრების დაპატიმრებებით და მათი საკონცენტრაციო ბანაკებში გადაყვანით [5] და სხვა სასტიკი ხერხებით. ცივი ომის პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამყარა დიპლომატიური კავშირი ესპანეთთან, ფრანკოს ანტიკომუნისტური იდელოგიის გათვალისწინებით. ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ადღეგრძელა ფრანსისკო ფრანკო მადრიდში გამართულ სადილზე [6], ხოლო მისი გარდაცვალების შემდგმომ განაცხადა: „გენერალი ფრანკო იყო ამერიკის ერთგული მეგობარი და მოკავშირე“.[7] მისი გარდაცვალების შემდეგ ესპანეთმა თანდათანობით დაიწყო დემოკრატიულ წყობაზე გადასვლა. დღევანდელ დღეს, წინა-კონსტიტუციური სიმბოლოები აკრძალულია ესპანეთის კანონმდებლობის მიერ.