ფრედი მერკური
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი ფაროჰ ბულსარა, დ. 5 სექტემბერი, 1946 — გ. 24 ნოემბერი, 1991) — ბრიტანელი მომღერალი-კომპოზიტორი, პიანისტი, გიტარისტი და ცნობილ როკ-ჯგუფ Queen-ის წევრი. როგორც შემსრულებელი, გამოირჩეოდა თავისი ვოკალური მონაცემებით, ხოლო როგორც კომპოზიტორმა შექმნა უამრავი ცნობილი სიმღერა, მათ შორის — „Bohemian Rhapsody“; „Killer Queen“; „Somebody to Love“; „Don't Stop Me Now“; „We Are the Champions“ და „Crazy Little Thing Called Love“.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერკური (მრავალმნიშვნელოვანი). |
ფრედი მერკური | |
---|---|
მერკური 1978 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ფაროჰ ბულსარა |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ფრედი მერკური |
დაბ. თარიღი | 5 სექტემბერი, 1946 |
დაბ. ადგილი | ზანზიბარი |
წარმოშობა | ზანზიბარი, ტანზანია |
გარდ. თარიღი | 24 ნოემბერი, 1991 (45 წლის) |
გარდ. ადგილი | კენსინგტონი |
ეროვნება | British Indian[1] და Parsi[2] |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1969 – 1991 |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | |
ფრედი მერკური ვიკისაწყობში |
მერკური ძირითადად გაიზარდა ინდოეთში, ამიტომ იგი შერაცხეს ბრიტანეთის პირველ აზიელ როკ ვარსკვლავად. ის გარდაიცვალა ფილტვების ანთებით, რაც გამოწვეული იყო შიდსისგან 1991 წლის 24 ნოემბერს, მხოლოდ ერთი დღის მერე, რაც მან საზოგადოებას შეატყობინა, რომ მას აწუხებდა უკურნებელი სენი. 2006 წელს ჟურნალმა Time Asia იგი შერაცხა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აზიელ გმირად ბოლო 60 წლის განმავლობაში და ახლაც იგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი პოპულარული მუსიკის ისტორიაში.