ქაიფენგი
პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, ხენანის პროვინციაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ქაიფენგი (ჩინ.: 开封; ფინინი:Kāifēng)—პრეფექტურის დონის ქალაქი ჩინეთში, მდებარეობს პროვინცია ხენანში, მდინარე ხუანგხეს სამხრეთ ნაწილში. დასავლეთით ესაზღვრება ჭენგჭოუს მუნიციპალიტეტი და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება პროვინცია შანტუნგი. ჩინეთის 8 ანტიკური დედაქალაქიდან ერთ-ერთი. ჩინეთის ისტორიის მანძილზე, დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა 8-ჯერ. ცნობილია ჩრდილოეთ სუნგის დინასტიის დედაქალაქის სახელით.
ადმინისტრაციული ტიპი | პრეფექტურის დონის ქალაქი |
ფართობი | 6,444 კვ. კმ |
მოსახლეობა | 4.8 მლნ |
ეშპ | ¥7,250 სულზე (2004) |
ეთნიკური ჯგუფები | ჩინელები, დუნგანე |
რაიონები | 10 |
სატელეფ. პრეფიქსი | 378 |
2020 წლის საყოველთაო აღწერით, ქაიფენგის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 4,824,016 ადამიანს, რომელთაგან 1,735,581 ცხოვრობდა მეტროპოლიტენის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც შედგება სიანგფუ, ლუნგთინგი, შუნხე ხუეი და იუვანთაის უბნებისგან.