შარლ დე ვალუა (1270-1325)
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ დე ვალუა (ფრანგ. Charles de Valois; დ. 12 მარტი, 1270 — გ. 16 დეკემბერი, 1325) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და მისი პირველი ცოლის, დედოფალ ისაბელა არაგონელის შუათანა ვაჟი. ვალუას გრაფი და ვალუას ძლევამოსილი დინასტიის დამაარსებელი, რომელსაც საფრანგეთსა და სხვა მრავალ ევროპულს სახელმწიფოს 1328 წლიდან 1589 წლამდე მართავდნენ.
შარლ დე ვალუა | |
---|---|
ვალუას გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1284 |
მმართ. დასასრული: | 1325 |
წინამორბედი: | ჟან ტრისტანი |
მემკვიდრე: | ფილიპი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 12 მარტი, 1270 |
გარდ. თარიღი: | 16 დეკემბერი, 1325, (55 წლის) |
მეუღლე: |
მარგარიტა ანჟუელი (ქ. 1290 - გარდ. 1299) კატრინ კურტენა (ქ. 1302 - გარდ. 1307) მაუტ შატილონი (ქ. 1308) |
შვილები: |
იზაბელი, ბრეტანის ჰერცოგინია ფილიპ VI, საფრანგეთის მეფე ჟანა, ენოს გრაფინია მარგარიტა, ბლუას გრაფინია შარლ II, ალანსონის ჰერცოგი კატრინ II, ლათინთა იმპერატრიცა ჟანა, არტუას გრაფინია მარი, კალაბრიის ჰერცოგინია იზაბელი, ბურბონის ჰერცოგინია ბლანში, გერმანიის დედოფალი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფილიპ III, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ისაბელა არაგონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
როგორც მეფის შუათანა ვაჟი, იგი მართავდა რამდენიმე პატარა ფრანგულ სამთავროს, როგორებიცაა ვალუა, პერშე და ალანსონი. მას შემდეგ რაც ანჟუს გრაფინია მარგარიტა შეირთო ცოლად, შარლი ანჟუსა და მაინის გრაფიც ხდება. პირველი ცოლი სულ რამდენიმე წელიწადში დაკარგა, რის შემდეგაც მან მეორედ იქორწინა ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატრიცა კატრინ I-ზე. მასთან ქორწინების პერიოდში, 1302-1307 წლებში შარლი იყო ლათინთა და კონსტანტინეპოლის იმპერატორი და აგრეთვე მრავალ პატარა სამთავროს საბერძნეთის ტერიტორიაზე.
იგი საფრანგეთის წმინდანად შერაცხული მეფე ლუი IX-ის შვილიშვილი და აგრეთვე უახლოესი ნათესავი იყო ინგლისის, საფრანგეთის, ნავარისა და ნეაპოლის მეფე-დედოფლებისა. 1284 წელს მან დააარსა საკუთარი ვალუას დინასტია, რომელიც 1328 წელს, შარლის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მმართველი დინასტია გახდა მისი ვაჟის, მეფე ფილიპ VI-ის მეთაურობით.