შარლ რაბემანანძარა
From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ რაბემანანძარა (მალაგ. Charles Rabemananjara; დ. 9 ივნისი, 1947;[1] ანტანანარივუ) — მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2007-2009 წლებში. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2007 წლის 20 იანვარს პრეზიდენტ მარკ რავალომანანას მეორე ვადით მმართველობის დასაწყისში.[2] რავალომანანას პირველი ვადით მმართველობისას რაბემანანძარა იყო პრეზიდენტის სამხედრო კაბინეტის ხელმძღვანელი 2004 წელს,[3] მოგვიანებით კი, 2005 წლის 28 ნოემბერს, დასახელდა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეფორმის მინისტრად.[1][4] პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, რაბემანანძარამ შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ახალ მთავრობაში, რომელიც 2007 წლის 25 იანვარს ჩამოყალიბდა.[5]
შარლ რაბემანანძარა მალაგ. Charles Rabemananjara | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი, 2007 – 17 მარტი, 2009 | |
პრეზიდენტი | მარკ რავალომანანა |
წინამორბედი | ჟან-ჟაკ რასულუნდრაიბე |
მემკვიდრე | მონძა რუანდეფუ ზაფიციმივალუ |
დაბადებული | 9 ივნისი, 1947 (67 წლის) |
2007 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმავე წლის 27 ოქტომბერს რაბემანანძარამ ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა, რომელშიც შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა თანამდებობები.[6]
რაბემანანძარა რავალომანანას მსგავსად იმერინელია.[1][3] იგი, აგრეთვე, არის მადაგასკარის არმიის გენერალი.[1][2][3]