შეცოცება
From Wikipedia, the free encyclopedia
შეცოცება — ქანების დიზუნქტიური დისლოკაციის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქის რღვევის დახრილი სიბრტყის (45°-ზე ნაკლები კუთხით) გასწვრივ ქანების გადაადგილებით. ამ სიბრტყის დახრის კუთხის მიხედვით შეცოცება დაყოფილია ბრტყელ-ზედაპირულად და ციცაბოდ.