შოტლანდიის მონარქების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
შოტლანდიის მონარქების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, რომლებიც მართავდნენ შოტლანდიას. ისტორიაში მხოლოდ ოთხი გამონაკლისი იყო, როცა მონარქი ქალი გახდა, დანარჩენ შემთხვევებში, მონარქები ყოველთვის მამაკაცები იყვნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედოფალი მერი I ასევე იყო საფრანგეთის დედოფალიც, ხოლო მისი ვაჟიდან, ჯეიმზ VI-დან მოყოლებული, შოტლანდიის ყველა მონარქი ამავდროულად ინგლისისა და ირლანდიის მონარქებიც იყვნენ, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ 1707 წელს დედოფალმა ანამ შოტლანდია და ინგლისი დიდი ბრიტანეთის სამეფოდ გააერთიანა და ეს წოდებაც გაუქმდა.