შრი-ლანკის საგარეო ურთიერთობები
From Wikipedia, the free encyclopedia
შრი ლანკის საგარეო ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოებთან შრი-ლანკის დიპლომატიურ და კომერციულ ურთიერთობებს აღნიშნავს. შრი-ლანკის დიპლომატია დაფუძნებულია პრინციპზე „მეგობრობა ყველას მიმართ, მტრობა ― არავის მიმართ“.
1950-იანი წლებიდან შრი-ლანკა მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას მიჰყვება და ძლიერი სახელმწიფოების მხარეს არ იჭერს. აზიაში ცივი ომის დასრულების შემდეგ შრი-ლანკა მოწინავე სახელმწიფოებთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას და დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გაძლიერებას ცდილობს ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, რუსეთთან, აშშ-სთან, იაპონიასთან და ევროპის კავშირთან. შრი-ლანკას ახლო ურთიერთობები აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, აფრიკის კავშირისა და არაბული ქვეყნების ლიგის სახელმწიფოებთან.
შრი-ლანკა მრავალმხრივ დიპლომატიაში მონაწილეობს, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. შრი-ლანკა მიუმხრობლობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. არის ერთა თანამეგობრობის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზიის განვითარების ბანკის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლომბოს გეგმის წევრი.