ცარცულ-პალეოგენური გადაშენება
From Wikipedia, the free encyclopedia
ცარცულ-პალეოგენური გადაშენება — დედამიწაზე არსებულ მცენარეთა და ცხოველთა სამი მეოთხედის ძალიან მოკლე პერიოდში უეცარი გადაშენება,[1][2][3] დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ.[2] გარდა ზოგიერთი სახეობისა, როგორებიც არიან ტყავიანი კუები და ნიანგები.[4] ამ მოვლენით დასრულდა ცარცული პერიოდი, და მასთან ერთად მთელი მეზოზოური ეპოქა, რის შემდეგაც დაიწყო კაინოზოური ერა, რომელიც დღემდე გრძელდება.
K–Pg-ს საზღვარი, რომელიც მთელს მსოფლიოშია, ხილვადია წყალქვეშა და ხმელეთის ქანებში. ეს სასაზღვრო თიხა შეიცავს ლითონი ირიდიუმის მაღალ კონცენტრაციას, რომელიც ძალზე იშვიათია დედამიწის ქერქში, თუმცა უხვად არის ასტეროიდებში.[5]
1980 წელს მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლუის ალვარესი და მისი ვაჟი ვოლტერი, შემოგვთავაზეს თავდაპირველი იდეა. ახლა კი, ზოგადად ფიქრობენ, რომ K-Pg-ს გადაშენება გამოწვეული იყო მასიური კომეტის ან ასტეროიდის დედამიწაზე დაცემით, მისი სიფართე მერყეობდა 10-დან 15 კილომეტრზე.,[6][7] ამ ჩამოვარდნამ გაანადგურა გლობალური გარემო. ტემპერატურის მკვეთრად დაცემამ, შეაჩერა ფოტოსინთეზის პროცესი მცენარეებსა და პლანქტონებში.[8][9] ეს ჰიპოთეზა, რომელსაც ალვარესის ჰიპოთეზა ჰქვია, ასევე განამტკიცეს 90-იანი წლების დასაწყისში, მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულზე 180 კმ-ის დიამეტრის კრატერის აღმოჩენამ[10], რითაც დადასტურდა, რომ K–Pg-ს სასაზღვრო თიხა ასტეროიდის ნარჩენებისგან წარმოიქმნა.[11] ის ფაქტი, რომ გადაშენება ძალზე მოკლე დროში მოხდა, ცხადყოფს მტკიცებულებას, რომ იგი ასტეროიდის მიერ იყო გამოწვეული.[11] 2019 წლის ოქტომბერში მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მოვლენამ სწრაფად იმოქმედა ოკეანეების გამჟავიანებაზე, რამაც შეცვალა საარსებო გარემო-პირობები, მათ შორის კლიმატი. ეს ასევე იყო ორგანიზმთა გადაშენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.[12][13] 2020 წლის იანვარში მეცნიერებმა ახალი მტკიცებულება გამოაქვეყნეს, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ ცარცულ-პალეოგენური გადაშენება გამოწვეული იყო მეტეორიტის ზემოქმედებით და არა ვულკანიზმით.[14][15] გადაშენების ხელშემწყოფი სხვა ფაქტორები შესაძლოა ყოფილიყო, ვულკანური ამოფრქვევები,[16][17] კლიმატისა და ზღვის დონის ცვლილებები.
K-Pg-ს გადაშენების დროს დაიღუპა სახეობების უმრავლესობა, რომელთაგანაც ძირითადი ორგანიზმები იყვნენ დინოზავრები. მან ასევე გაანადგურა ზოგიერთი სხვა ხმელეთის ორგანიზმები, მათ შორის ძუძუმწოვრები, მფრინავი ხვლიკები, ფრინველები,[18] ხვლიკისნაირნი,[19] მწერები,[20][21] და მცენარეები.[22] ოკეანეებში არსებული პლეზიოზავრები და მოზაზავრები გადაშენდნენ,,[23] ასევე ზვიგენის, მოლუსკებისა და პლანკტონის მრავალი სახეობა. დადგენილია, რომ ამ პერიოდში დედამიწის ყველა სახეობის 75% ან მეტი გაქრა.[24]
თუმცა სახეობათა გადაშენების შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზმებმა, კერძოდ ძუძუმწოვრებმა, ევოლუცია განიცადეს, მაგალითად ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან: ცხენები, ვეშაპები, ღამურები და პრიმატები. სავარაუდოდ ამ პერიოდში დაიწყეს განვითარება ფრინველებმა[25], ძვლიანმა თევზებმა[26] და ხვლიკისებრებმა.[19]