ძველი სომხეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი სომხეთი (ინგლ. Ancient Armenia) ― სომხეთის ისტორიის უძველესი ნაწილი სახელმწიფოებრიობის გაჩენიდან შუა საუკუნეებამდე, რომელსაც წინ უსწრებს პრეისტორიული სომხეთის ისტორია. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება სომხეთის სახელწიფო და ამავე პერიოდში, მეფე ტიგრან II-ის მმართველობისას, აღწევს თავისი ძლიერების ზენიტს, და იქმნება დიდი სომხეთის იმპერია. ასევე ძველი სომხეთის დროს გაქრისტიანდა სომხეთი[1], შეიქმნა სომხური დამწერლობა[2] და ქვეყანას მოუხდა რომის, ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიებთან ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. ძველ სომხეთს ბოლო მოეღო მისი ბიზანტიასა და სასანიანთა შორის გადანაწილებით.