წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა
From Wikipedia, the free encyclopedia
წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა —საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს დაახლოებით 97 მილიონ მოხალისე წევრსა და თანამაშრომელს. მოძრაობა შეიქმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, რათა განმტკიცდეს ყველა პიროვნებისადმი პატივისცემა, ტანჯვისა და ტკივილის თავიდან აცილების, მკვეთრად თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.
ერთიანი სახელწოდებით - წითელი ჯვარი არ არსებობს, რაც ხშირად დაბნეულობას იწვევს. მოძრაობა შედგება რამდენიმე იურიდიულად დამოუკიდებელი ორგანიზაციისაგან. თუმცა, მოძრაობის სუბიექტებს აქვთ საერთო პრინციპები, მიზნები, სიმბოლოები, წესდება და მმართველი სტრუქტურები.
1864 წლის 22 აგვისტოს ჟენევაში, შვეიცარია, ანრი დიუნანის წინადადებით ხელი მოეწერა კონვენციას ბრძოლის ველზე დაჭრილთა და დასახიჩრებულთა პირველადი დახმარების თაობაზე. ამავე კონვენციაში მითითებული იყო, რომ ექიმებს და სამედიცინო პერსონალს უნივერსალური განმასხვავებელი ნიშანი ჰქონოდათ. ასეთ სიმბოლოდ შერჩეულ იქნა წითელი ჯვარი თეთრ ფონზე (შვეიცარიის დროშის ფერების ინვერსია).
1906 წელს ოსმალეთის იმპერიაში წითელი ჯვრის ანალოგიით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარე მუსულმანური ქვეყნებისათვის.