ჯონ კეიჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ კეიჯი (ინგლ. John Milton Cage, Jr., ცნობილი როგორც John Cage; დ. 5 სექტემბერი, 1912 — გ. 12 აგვისტო, 1992) — ამერიკელი კომპოზიტორი, პოეტი, ფილოსოფოსი, მუსიკადმცოდნე, მოყვარული მიკოლოგი და არტისტი შოტლანდიური წარმოშობისა. ის იყო ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი/მუსიკოსი, რომელმაც წარმოადგინა ახალი და განსხვავებული სტილის მუსიკა ფართო საზოგადოებაში. მისი შემოქმედება უმეტესად ავანგარდი და ელექტრონული მუსიკაა. მისი გახმაურებული ქმნილებაა 4'33", რომელმაც კიდევ ერთხელ წამოჭრა მუსიკის დეფინიციის დაუხვეწაობის პრობლემა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჯონ კეიჯი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ჯონ კეიჯი | |
---|---|
ჯონ კეიჯი 1988 წელს | |
მშობლიური სახელი | John Cage |
დაბადების სახელი | ჯონ მილტონ კეიჯი |
დაბადების თარიღი |
5 სექტემბერი, 1912 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
12 აგვისტო, 1992 (79 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | პომონას კოლეჯი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე, ფილოსოფოსი |
მეუღლე(ები) | ქსენია ანდრეევნა კაშევაროვი (იქ. 1935; განქ. 1945) |
პარტნიორ(ებ)ი | მერს კანინგემი |
ხელმოწერა |
განუსაზღვრელობითი და ელექტრონული მუსიკის პიონერობით და ინსტრუმენტების არასტანდარტული გზებით გამოყენებაში, კეიჯი იყო ერთ-ერთი მოწინავე ფიგურა ომის შემდგომ ავანგარდში.
კრიტიკოსებმა ის აღიარეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად.
ის აგრეთვე ჩართული იყო თანამედროვე ცეკვების განვითარებაში, როგორც ინსტრუმენტალისტი, ძირითადად მისი ურთიერთობის გამო ქორეოგრაფ მერს კუნინგამთან, რომელიც მისი რომანტიკული პარტნიორიც იყო თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კეიჯი, ალბათ, ყველაზე ცნობილია 1952 წელს შექმნილი კომპოზიციის „4’33“-ის გამო, რომელიც სრულდება ხელოვნურად გამოწვეული ხმის ჩაურევლობით; მუსიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ნამუშევარს, აკეთებენ არაფერს გარდა განზე ყოფნისა დროის იმ მონაკვეთიკს განმავლობაში, რომელსაც თავად სახელწოდება გვეუბნება.
კომპოზიციის შინაარსი არ გულისხმობს „ ოთხი წუთი და 33 წამის ხანგრძლივობის სიჩუმეს“, - როგორც ხშირად მიიჩნევენ, - არამედ გარემოსგან მიღებული ხმების მოსმენას აუდიტორიის მიერ.
ნაშრომის მიდგომამ მუსიკოსობისა და მუსიკალური გამოცდილების მტკიცედ გამჯდარ დეფინიციებზე, ის ძალიან პოპულარულად და სადაოდ აქცია როგორც მუსიკოლოგიაში, ასევე ესთეტიკური ხელოვნების მიმდინარეობებში.
კეიჯმა შექმნა ე.წ. „მომზადებული/ტრანსფორმირებული პიანინო“, რაც გულისხმობს ინსტრუმენტის სიმებსა და კლავიშებს შორის ზუსტი დისტანციებით განლაგებულ ობიექტებს, რომლისთვისაც მან რამდენიმე საცეკვაო კომპოზიცია და საკონცერტო პიესები დაწერა.
მათგან ყველაზე ცნობილია სონატები და ინტერლუდიები (1946-48).
მის მსწავლებლებს შორის იყვნენ ჰენრი კოუელი და არნოლდ შონბერგი; ორივე მათგანი ცნობილი იყო თავიანთი რადიკალური ინოვაციურობით მუსიკაში, თუმცა კეიჯზე ყველაზე მძაფრი გავლენა მაინც აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის კულტურებმა მოახდინა.
ინდური ფილოსოფიისა და ძენ ბუდიზმის შესწავლისას, გვიან 1940-იანებში, ის მივიდა ალეატრული მუსიკის იდეამდე (ცნობილი, როგორც შემთხვევითობით განპირობებული მუსიკა), რომლის შექმნაც დაიწყო 1951 წელს.
ი ჩინგი - უძველესი ჩინური კლასიკური ტექსტი, რომელიც შემთხვევითი ოპერაციებით პასუხობს კითხვებს კონკრეტული სიმბოლოების კომბინაციების გამოყენებით, იქცა ჯონ კეიჯის სტანდარტულ საკომპოზიციო ინსტრუმენტად. 1957 წლის ლექციაში, „ექსპერიმენტული მუსიკა“, მან აღწერა მუსიკა, როგორც „უმიზნო თამაში“, როგორც „ცხოვრების აფირმაცია - იმის ცდა კი არა, რომ ქაოსიდან რამე შექმნა ან მოიფიქრო გაუმჯობესებები, არამედ უბრალოდ გაღვიძება იმ ცხოვრებაში, რომელშიც ვცხოვრობთ."