ჯორჯ რომერო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ ენდრიუ რომერო (ინგლ. George Andrew Romero; დ. 4 თებერვალი, 1940 — გ. 16 ივლისი, 2017) — ამერიკული წარმოშობის კანადელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე, ცნობილი მისი სატირული ზომბი-აპოკალიპსური ფილმებით.
ჯორჯ რომერო | |
---|---|
რომერო 2009 წელს | |
მშობლიური სახელი | George A. Romero |
დაბადების სახელი | ჯორჯ ენდრიუ რომერო |
დაბადების თარიღი |
4 თებერვალი, 1940 ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
16 ივლისი, 2017 (77 წლის) ტორონტო, ონტარიო, კანადა |
მოქალაქეობა |
აშშ კანადა |
ალმა-მატერი | კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
მეუღლე(ები) |
ნენსი რომერო (იქ. 1971; განქ. 1978) კრისტინ ფორესტი (იქ. 1980; განქ. 2010) სიუზან დეროშე (იქ. 2011) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ჯორჯ ენდრიუ რომერო დაიბადა 1940 წლის 4 თებერვალს, ბრონქსში, ნიუ-იორკში, ანა დვროსკის და ჯორჯ რომეროს ოჯახში.[1] კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ[2] — 1960 წელს, რომერომ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სატელევიზიო რეკლამების გადაღება.[3] 1960-იანი წლების ბოლოს მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „Image Ten Productions“ — კომპანია, რომელმაც მოგვიანებით აწარმოა საკულტო ფილმად აღიარებული „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968),[4] რომელიც ფილმების ეროვნული რეესტრის მიერ დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი.[5] მისი სხვა ნამუშევრებია: „გარდაცვლილთა განთიადი“ (1978), „გარდაცვლილთა დღე“ (1985),[6] „შეშლილები“, „მარტინი“ (1978), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982), „მკვლელი მაიმუნი“ (1988), „ბნელი ნახევარი“ (1993) და „თავზეხელაღებული“ (2000). იგი აგრეთვე ტელესერიალ „საშიში ზღაპრების“ შექმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.[7]
რომერო მიჩნეულია საშინელებათა ჟანრის პიონერად და მოიხსენიება, როგორც „ზომბი-ფილმების მამა“.[8] მან გავლენა მოახდინა უამრავ კინემატოგრაფისტსა და მწერალზე, მათ შორისაა კომიქსების მწერალი რობერტ კირკმენი,[9] აგრეთვე რეჟისორები: სეთ გრემ-სმითი, ედგარ რაიტი[10] და ჯეკ ტომას სმითი.[11]
ჯორჯ რომერო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 77 წლის ასაკში, 2017 წლის 16 ივლისს, ტორონტოში.[12]