ჰანიანგდოსეონგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანიანგდოსეონგი (კორ. 한양도성) ან ქალაქ სეულის კედელი — ქვისგან, ხისგან და სხვა მასალისგან აგებული კედლების კომპლექტი, აშენებულია ქალაქის დასაცავად, სეულის დამპყრობლების წინააღმდეგ. პირველად კედელი 1396 წელს აიგო ჰანიანგის (კორ. 한양, სეულის ძველი სახელი) მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რათა დაეცვათ და გამოეკვეთათ ქალაქის საზღვრები. იმ დროს მას ეწოდებოდა ჰანსუნგი (კორ. 한성). კედელი გადაჭიმული იყო 18.6 კილომეტრზე სეულის ოთხი შიდა მთის: ბაეგაკსანის, ნაკსანის, ნამსანისა და ინვანგსანის ქედებზე. დღესდღეობით კედლის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი აღნიშნულია, როგორც ისტორიული ძეგლი ნომერი 10(1963) და შესაბამისად დაცულია მისი კარიბჭეები, წყლის შესასვლელები და სახანძრო სასიგნალო ბორცვები. გარკვეულ მონაკვეთზე კედელს ჩაუტარდა მრავალწლიანი აღდგენითი სამუშაოები, ხანგრძლივი ნგრევის ან იმის გამო, რომ წარსულში ის მთლიანად განადგურდა.