ჰელმუტ კოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლი (გერმ. Helmut Josef Michael Kohl; გერმანულად: [ˈhɛlmuːt ˈjoːzɛf 'mɪçaʔeːl ˈkoːl]; დ. 3 აპრილი 1930, ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია, — გ. 16 ივნისი 2017, იქვე) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1982-1998 წლებში. მისი 16 წლიანი მოღვაწეობა ყველაზე გრძელია გერმანიის კანცლერებს შორის ოტო ფონ ბისმარკის შემდეგ. იგი არის არქიტექტორი გერმანიის გაერთიანების და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად მაასტრიხტის ხელშეკრულების, რითაც შეიქმნა ევროპის კავშირი. 1969-1976 წლებში იყო რაინლანდ-პფალცის მინისტრ-პრეზიდენტი. ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე 1973-1998 წლებში აგრეთვე, გაერთიანებული გერმანიის პირველი კანცლერი.
სწრაფი ფაქტები გერმანიის კანცლერი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ჰელმუტ კოლი Helmut Kohl | |
გერმანიის კანცლერი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 ოქტომბერი 1982 – 27 ოქტომბერი 1998 | |
პრეზიდენტი | კარლ კარსტენსი რიხარდ ფონ ვაიცზეკერი რომან ჰერცოგი |
წინამორბედი | ჰელმუტ შმიდტი |
მემკვიდრე | გერჰარდ შრედერი |
რაინლანდ-პფალცის მინისტრ-პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1969 – 1976 | |
დაბადებული | 3 აპრილი 1930 ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია |
გარდაცვლილი | 16 ივნისი, 2017 (87 წლის) ლუდვიგსჰაფენი, რაინლანდ-პფალცი, გერმანია |
პოლიტიკური პარტია | ქდკ |
მეუღლე | 1. ჰანელორე კოლი 2. მაიკა რიხტერი |
პროფესია | ისტორიკოსი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
დახურვა