ჰერმან ვან რომპეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერმან ვან რომპეი (ნიდერლ. Herman Van Rompuy [ˈɦɛɾmɑn vɑn ˈɾɔmpœy̆]; დ. 31 ოქტომბერი 1947) — ბელგიელი პოლიტიკური მოღვაწე, ბანკირი, მეცნიერებათა დოქტორი, ფედერალისტი.
ჰერმან ვან რომპეი | |
ჰერმან ვან რომპეი | |
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 2009 – 30 ნოემბერი, 2014 | |
წინამორბედი | ფრედრიკ რეინფელდტი |
მემკვიდრე | დონალდ ტუსკი |
ბელგიის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 დეკემბერი 2008 – 25 ნოემბერი 2009 | |
წინამორბედი | ივ ლეტერმი |
მემკვიდრე | ივ ლეტერმი |
დაბადებული | 31 ოქტომბერი 1947 ეტერბეკი, ბელგია |
ეროვნება | ბელგიელი |
მეუღლე | გერტრეი ვინდელსი |
შვილები | 4 |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის ნოემბრამდე იყო ბელგიის პრემიერ-მინისტრი. 2009 წლიდან არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. პარტია ქრისტიან-დემოკრატები და ფლამანდიელების ერთ-ერთი ლიდერი. უფრო ადრე 2007-2008 წლებში ხელმძღვანელობდა წარმომადგენელთა პალატას. 1993-1999 წლებში იყო ბელგიის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 1988-1995 წლებში ბელგიის სენატის წევრი და ბელგიის ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის ხელმძღვანელი.
ჰერმან აშილ ვან რომპეი დაიბადა 1947 წლის 31 ოქტომბერს ბრიუსელის გარეუბან ეტერბეკში. 1965 წელს ქალაქ ბრიუსელში დაამთავრა სენტ-იან-ბერხმანსის იეზუიტთა კოლეჯი, ხოლო შემდეგ ლევენის კათოლიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიასა და ეკონომიკას, სადაც 1968 წელს მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1971 წელს — ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი[1] .
1972-1975 წლებში მუშაობდა ბელგიის ცენტრალურ ბანკში[2], ხოლო 1975-1978 წლებში იყო პრემიერ-მინისტრის — ლეო ტინდემანსის მრჩეველი.[3]. პარალელურად ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1973 წელს გახდა ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელობის წევრი, მოგვიანებით მისი ვიცე-პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე ვან რომპეი 1977 წლამდე დარჩა.[1]
1978 წელს აირჩიეს ეროვნული ქრისტიან-დემოკრატების ბიუროში, რომლის წევრიც იგი დღემდე არის[4]. იმავე წელს ხდება ფინანსთა მინისტრის — გასტონ გეენსის მრჩეველი. 1980 წელს ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური კვლევების ცენტრს, აგრეთვე ასწავლიდა რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში[1]. 1988 წელს აირჩიეს ბელგიის სენატში[5], სადაც ის იყო სახელმწიფო მდივანი ფინანსების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. 1988 წლის სექტემბერში გახდა CVP-ის თავმჯდომარე. ეს თანამდებობას ეკავა ხუთი წლის განმავლობაში[6].
1993-1999 წლებში ჟან-ლიუკ დეჰანეს მმართველობის პერიოდში იყო ბელგიის ფინანსთა ვიცე-პრემიერი და მინისტრი[7]. 2004 წლის იანვარში ვან რომპეიმ მიიღო სახელმწიფო მინისტრის საპატიო მუდმივი ტიტული და გახდა ბელგიის სამეფო საბჭოს წევრი[2].
2007 წლის ივნისში გახდა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელი. 2008 წლის დეკემბრიდან ხდება ბელგიის პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის ნოემბერში დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და იმავე წლის 1 დეკემბრიდან გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი[8].
ვან რომპეი კათოლიკეა. რამდენიმე წიგნის ავტორია. წერს ლექსებს ნიდერლანდურ ენაზე ჰაიკუს ჟანრში და მიჰყავს საკუთარი ბლოგი. 1977 წელს დაქორწინდა გერტრეი ვინდელსზე. ჰყავს ოთხი შვილი.