ჰერონ ალექსანდრიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერონ ალექსანდრიელი (ბერძ. Ἥρων ὁ Ἀλεξανδρεύς; დ. ახ. წ. 10 — გ. ახ. წ. 70) — ეგვიპტელი ბერძენი მათემატიკოსი და ინჟინერი, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქ ალექსანდრიაში მოღვაწეობდა. ითვლება ანტიკური დროის უდიდეს მკვლევრად.
სწრაფი ფაქტები ჰერონ ალექსანდრიელი, დაბადების თარიღი ...
ჰერონ ალექსანდრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | ახ. წ. 10 |
გარდაცვალების თარიღი | ახ. წ. 70 |
პროფესია | მათემატიკა, ფიზიკა, პნევმატური და ჰიდრო ინჟინერია |
ცნობილი ნაშრომები | ჰერონის ფორმულა, ჰერონის შადრევანი, ორთქლის ძრავი, სავაჭრო აპარატი, ჰერონის მეთოდი |
დახურვა
მის უდიდეს მიღწევად ითვლება ორთქლის ძრავი, წისქვილის ბორბალი და სამკუთხედის ფართობის ფორმულა.
ჰერონის ნაშრომების დიდ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი უმეტესობა შემოგვრჩა რომის იმპერიის მანუსკრიპტებიდან და ლათინური და არაბული თარგმანებიდან.