BTS (ჯგუფი)
From Wikipedia, the free encyclopedia
BTS (კორ. 방탄소년단), აგრეთვე ცნობილი როგორც Bangtan Boys ან Beyond The Scene — შვიდი მონაწილისგან შემდგარი სამხრეთ კორეული ჯგუფი, რომელიც დააარსა კომპანია Big Hit Entertainment-მა. ჯგუფის დებიუტი შედგა 2013 წლის 13 ივნისს სიმღერით „No More Dream“. მათი პირველი ალბომია 2 Cool 4 Skool, რომლისთვისაც ჯგუფს მიენიჭა რამდენიმე ჯილდო წლის ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, მათ შორის – 2013 წლის Melon Music Awards-ზე, ოქროს დისკის დაჯილდოებასა და 2014 წლის სეულის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. ჯგუფმა განაგრძო მნიშვნელოვანი კარიერული აღმასვლა შემდგომი ალბომების საშუალებით – Dark & Wild (2014), The Most Beautiful Moment in Life, Part 2 (2015) და The Most Beautiful Moment In Life: Young Forever (2016)[3], მათი ბოლო ორი ალბომი კი „Billboard 200“-შიც მოხვდა. The Most Beautiful Moment In Life: Young Forever 2016 წლის Melon Music Awards-ზე წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს[4].
BTS | |
---|---|
ჯგუფი თეთრ სახლში, 2022. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
|
წარმოშობა | სეული, სამხრეთი კორეა |
ჟანრ(ებ)ი | |
აქტიური | 2013 (2013)–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
წევრები | |
საიტი | bts.ibighit.com |
BTS ვიკისაწყობში |
ჯგუფის მეორე სრულმა ალბომმა Wings[5] (2016) „Billboard 200“-ში 26-ე ადგილი დაიკავა, რაც კორეული პოპის ჟანრის ალბომებს შორის ყველაზე დიდი მიღწევაა[6]. ამავდროულად, უშუალოდ სამხრეთ კორეაში Wings ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა Gaon Album Chart-ის ისტორიაში[7]. ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონზე მეტი ალბომი, რაც BTS-ის კარიერაში პირველი „მილიონიანი გაყიდვა“ იყო[8]. სულ მალე ამას მოჰყვა 2016 წლის Mnet Asian Music Awards-ზე წლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდოც[9].
ჯგუფის უახლესმა ნამუშევარმა Love Yourself: Her (2017) მსოფლიოს 73 ქვეყანაში პირველი ადგილი დაიკავა iTunes-ში[10], ხოლო Billboard 200-ში – მე-7, რაც აზიელი შემსრულებლების ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილია მუსიკალურ ჩარტებში[11]. ჯგუფმა აგრეთვე შეძლო ახალი ალბომის წამყვანი სინგლით „DNA“ Billboard Hot 100-ში მოხვედრა და თავდაპირველად 85-ე, შემდეგ კი 67-ე ადგილის დაკავება[12]. Love Yourself-ის 1.2 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა გამოსვლიდან პირველივე თვეში, რითაც დისკა მოიპოვა Gaon-ის ჩარტის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ტიტული და G.o.d-ის ალბომის შემდეგ (2001) გახდა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი კორეული ალბომი[13]. საერთო ჯამში, BTS-ს თავისი კარიერის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 5.5 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
BTS ცნობილია სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით, რის გამოც იგი 2016 წლის მარტში[14] „Forbes“-მა Twitter-ში შეტყობინებების სხვა მომხმარებელთა მიერ გაზიარებების მხრივ ყველაზე აქტიურ შემსრულებლად დაასახელა. ამის შემდეგ, Twitter-მა გამოუშვა პირველი K-Pop ემოჯი, რომელიც BTS-ს გამოსახავდა[15]. 2017 წელს BTS-მა გაიმარჯვა „Billboard Music Award“-ზე საუკეთესო სოციალური შემსრულებლის კატეგორიაში[16]. 2017 წლის ივნისში, ჟურნალმა „Time“ ჯგუფი დაასახელა ინტერნეტში 25 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის[17]. BTS-ის მიღწევების დამსახურებით 2017 წელს ჯგუფი ასევე მოხვდა „Forbes Korea Power Celebrity“-ს სიის მე-5 ადგილზე – ეს არის სამხრეთ კორეელი ყველაზე გავლენიანი ცნობილი პიროვნებების ჩამონათვალი[18].