OCLC
From Wikipedia, the free encyclopedia
OCLC (Online Computer Library Center, Inc.) — „არაკომერციული წევრობის კომპიუტერული ბიბლიოთეკური სერვისი და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, რომლის საზოგადოებრივი მიზანია მსოფლიო ინფორმაციასთან წვდომის გაფართოება და ინფორმაციაზე ხარჯების შემცირება“[1]. დაარსდა 1967 წლის 6 ივლისს, როგორც არაკომერციული ოჰაიოს კოლეჯის ბიბლიოთეკური ცენტრი[2]. მსოფლიოს 170 ქვეყანაში და ტერიტორიაზე საბიბლიოთეკო მასალების მოსაპოვებლად, შესაძენად, კატალოგიზაციისთვის, იჯარით ასაღებად და შესანახად 72 ათას ბიბლიოთეკაზე მეტი იყენებს OCLC-ის მომსახურებას[3]. ორგანიზაცია დაარსებულია ფრედ კილგურის (ინგლ. Fred Kilgour) მიერ, სათაო ოფისი მდებარეობს აშშ-ის ოჰაიოს შტატის ქალაქ დუბლინში.