S.M.Entertainment
From Wikipedia, the free encyclopedia
S.M. Entertainment (კორ. SM엔터테인먼트) — ნიჭების საძებნელი კომპანია, კორეული მუსიკალური პროდიუსერული და ხმაჩამწერი სააგენტო, დაარსებული სამხრეთ კორეაში. თავდაპირველად, აბვიატურა „SM“ ნიშნავდა დამაარსებლის სახელს — ლი სუნმანს, მაგრამ ახლა ხსნიან, როგორც „ვარსკვლავთა მუზეუმი“ (Star museum). SM-ს ეკუთვნოდა ისეთი ლეგენდარული ჯგუფები როგორიცაა H.O.T., S.E.S., Shinhwa. ზოგიერთი დღემდეა ცნობილი — Kangta, BoA, TVXQ, TRAX, The Grace, Super Junior (ჯგუფი), ჯან ლინი, Girls' Generation, J-Min, SHINee, f(x), EXO და Red Velvet,NCT 127. ამის, გარდა ესემი ალექს ტაქსთან (Avex Trax) თანამშრომლობით წარმოადგენს იაპონელ არტისტებს კორეაში, ისეთებს როგორიცაა აიუმი ხამასაკი. 2006 წლის 15 თებერვალს კომპანიამ აღნიშნა თავისი მეათე წლისთავი. ამ დროისთვის კომპანიის სათავეში იდგა ლი სუნმანი.
ტიპი | ღია (KOSDAQ: 041510) |
---|---|
დარგი | მუსიკა და გართობა |
დაფუძნდა | 14 თებერვალი 1995 |
დამაარსებელი | ლი სუნმანი |
სათავო ოფისი |
სეული, სამხრეთი კორეა იურიდიული მისამართი: 521 Apgujeong-2(i)-dong, Gangnam-gu, Seoul |
პროდუქცია | ალბომები და კონცერტები |
თანამშრომელი | 965 ადამიანი (2010 წლის მარტის აღრიცხვით) |
შვილობილ(ებ)ი |
SM TinTin Hall (2000) SM Entertainment Japan (2001) SM Academy (2003) SM Pictures (2007) SM Amusement SM F&B Development SM Entertainment USA (2008) SM Culture & Contents Entertainment Label SJ (2015) |
საიტი | http://smtown.com/ |
Financial Times-ის აღწერის მიხედვით, კომპანიის საბაზო კაპიტალიზაციამ ₩ 1380 მილიარდს მიაღწია ($ 1,24 მილიარდი ამერიკული დოლარი). Janine Bower MTV Iggy-დან თვლის, რომ ეს იქნება მეგა-კორპორაციები, იმ დროს როდესაც ევან რამსტადი The Wall Street Journal-დან მას „ქეი-პოპ ელექტროსადგურს უწოდებს“.