Village Roadshow Pictures
From Wikipedia, the free encyclopedia
Village Roadshow Pictures — ავსტრალიური კომპანია, ერთ-ერთი ლიდერი კინოფილმების პროდიუსირების დარგში.
1997 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს Warner Bros. Entertainment, Inc-თან. მონაწილეობს ფილმების თანადაფინასებასა და პროდიუსინგში. კომპანიის სპეციალიზაციის მთავარი მიმართულებებია სამეცნიერო ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი და საშინელებათა ჟანრის ფილმები, თუმცა კომპანია მუშაობს სხვა ჟანრებშიც, კერძოდ ანიმაციაში, კომედიიის და დრამის მიმართულებითაც.
მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი მაღალბიუჯეტიანი და წარმატებული ფრენჩაიზების შექმნაში როგორებიცაა: მატრიცა, ფილმთა ციკლი ოუშენზე და მის მეგობრებზე და გაი რიჩის შერლოკ ჰოლმზი.
მიღებული აქვს მონაწილეობა 70-ზე მეტი ჰოლივუდური ფილმის შექმნაში, რომელთაგანაც 8 დაჯილდოვდა ოსკარით (17 ნომინაცია) და 4 ოქროს გლობუსით.
კომპანია თამანშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ვაჩოვსკები, გაი რიჩი, ჯორჯ მილერი, რენი ჰარლინი, კლინტ ისტვუდი, ბენ სტილერი, ანტუან ფუკუა, სტივენ სოდერბერგი, ფრენკ დარაბონტი, დიჯეი კარუზო, ფრენსის ლოურენსი, ტიმ ბერტონი, სპაიკ ჯოუნზი, მაიკლ პატრიკ კინგი, ბეზ ლურმენი, აკივა გოლდსმენი, ზაკ სნაიდერი და სხვები.