ასოცირებული სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ასოცირებული სახელმწიფო, ასოცირებული წევრი, თავისუფალი ასოციაცია, თავისუფლად მიერთებული სახელმწიფო — ორმხრივ საფუძველზე არაერთი და იგივე მნიშვნელობის სახელმწიფოების გაერთიანების კონფედერაციული ფორმა, რომლის დროსაც სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებული პატარა სახელმწიფო საკუთარი სახელისუფლებო უფლებამოსილების მნიშვნელოვან ნაწილს ანდობს დიდ სახელმწიფოს. როგორც წესი ეს უფლებამოსილებებია საგარეო პოლიტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, შეიარაღებული ძალები. ასოცირებული სახელმწიფო ფაქტობრივად წარმოადგენს პროტექტორატის ნაირსახეობას; ბევრ შემთხვევაში იგი თავისზე დამოკიდებული ტერიტორიის საგარეო დამოკიდებულების გარდამავალი ფორმაა, რომელიც იმყოფება კოლონიასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსებს შორის.