დიჯეი
From Wikipedia, the free encyclopedia
დისკ-ჟოკეი (ინგლ. disc jockey, აგრეთვე დიჯეი, DJ) — ადამიანი, რომელიც არჩევს და უკრავს წინასწარ ჩაწერილ მუსიკას გამიზნული აუდიტორიისთვის.
ტერმინი თავდაპირველად გამოიყენებოდა იმ რადიო წამყვანთათვის, რომლებიც მსმენელებს აცნობდნენ და მათთვის უკრავდნენ გრამოფონის ჩანაწერებს. ამ ჩანაწერებს ასევე დისკებსაც უწოდებდნენ, საიდანაც გამომდინარეობს დისკ-ჟოკეი. სახელი შემდგომში შემოკლდა და დღეს უფრო ხშირად დიჯეი გამოიყენება.