ეგეოსის კულტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგეოსის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურა — ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III-II ათასწლ.) კულტურა, რომელიც გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (კონტინენტური საბერძნეთი, კ. კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები). XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების (ჰომეროსი, ჰესიოდე და სხვა.) ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო.