ზღვის დონე
From Wikipedia, the free encyclopedia
ზღვის დონე — ზღვის საშუალო სიმაღლე, რომელიც ერთი განსაზღვრული ათვლის ზედაპირიდან იზომება. ათვლის ზედაპირის განსაზღვრა სიძნელეებთანაა დაკავშირებული და რთულ გაზომვებს ითვალისწინებს, რაც ზღვის დონის ზუსტ განსაზღვრას აძნელებს. განარჩევენ „მყისიერ“, მოქცევის, საშუალო დღე-ღამის, საშუალო თვიურ, საშუალო ნახევარწლიურ და საშუალო მრავალწლიურ ზღვის დონეებს.