ლეოპოლდ III (ბელგია)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეოპოლდ III (ფრანგ. Léopold III, ნიდერლ. Leopold III; დ. 3 ნოემბერი, 1901, ბრიუსელი, ბელგია — გ. 25 სექტემბერი, 1983, ბრიუსელი, ბელგია) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. ბელგიის მეფე 1934-1951 წლებში. მეფე ალბერტ I-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის ვაჟი. ბელგიის ორი მეფის: ბოდუენისა და ალბერტ II-ის მამა.
ლეოპოლდ III | |
---|---|
ბელგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 17 თებერვალი, 1934 |
მმართ. დასასრული: | 16 ივლისი, 1951 |
წინამორბედი: | ალბერტ I |
მემკვიდრე: | ბოდუენი |
რეგენტი: | პრინცი შარლი (1944-50) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 3 ნოემბერი, 1901 |
დაბ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
გარდ. თარიღი: | 25 სექტემბერი, 1983, (81 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
მეუღლე: |
ასტრიდ შვედი (ქ. 1926 - გარდ. 1935) მერი ლილიან ბაელსი (ქ. 1941) |
შვილები: |
ჟოზეფინ შარლოტი, ლუქსემბურგის ჰერცოგინია ბოდუენი, ბელგიის მეფე ალბერტ II, ბეგლიის მეფე ალექსანდერი მარი კრისტინა მარი ესმერალდა, მონკარას ქალბატონი |
სრული სახელი: | ლეოპოლდ ფილიპს კარელ ალბერტ მეინარდ ჰუბერტ მარია მიგელი |
დინასტია: | საქსენ-კობურგ-გოთა |
მამა: | ალბერტ I, ბელგიის მეფე |
დედა: | ელიზაბეთ ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომში მისი წარუმატებელი კამპანიის გამო გერმანელებმა მთელი ბელგიის ოკუპირება მოახდინეს, არაეფექტური მმართველობისა და დეპორტაციის გამო მას 1944-50 წლებში რეგენტად თავისივე ძმა, პრინცი შარლი დაენიშნა, რომელმაც მართალია საბოლოოდ მოახერხა ქვეყნის განთავისუფლება და გერმანელთა გაძევება, მაგრამ ლეოპოლდის ავტორიტეტი უკვე იმდენად იყო შერყეული, რომ 1951 წელს იძულებული გახდა თავისი ვაჟის სასარგებლოდ გადამდგარიყო ტახტიდან.