მარია შერიფოვიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია შერიფოვიჩი (სერბ. Марија Шерифовић) — 2007 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული, ჰელსინკიში. მან პირველი ადგილი დაიკავა სიმღერით: Molitva. სერბეთმა 2007 წელს ევროვიზიაზე პირველად მიიღო მონაწილება როგორც დამოუკიდებელმა ქავეყანამ. მარიმ სერბ ხალხს დიდი ზეიმი მოუტანა მისი ევროვიზიაზე გამარჯვებით, ასევე მარიას დამსახურებით 2008 წელს ევროვიზიის მასპინძელი ქალაქი ბელგრადი გახდა.
სწრაფი ფაქტები მარია შერიფოვიჩი, დაბადების სახელი ...
მარია შერიფოვიჩი | |
---|---|
მარია სერიფოვიჩი ევროვიზიაზე ჰელსინკიში 2007 წელს | |
დაბადების სახელი | მარია შერიფოვიჩი |
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1984 (1984-11-14) (39 წლის) კრაგიუევაჩი, სერბეთი, იუგოსლავია |
რეზიდენცია | ბელგრადი |
აქტიური | 2003 — დღემდე |
საიტი | marija-serifovic.com |
დახურვა
მარია სერიფოვიჩი ვერიცა შერიფოვიჩის შვილია. ვერიცა ფოლკლორული რეპერტუარების შემსრულებელია. მარია პირველი კლასიდან მღერის. ის თავიდან ხალხურ სიმღერებს მღეროდა, შემდეგ კი — პოპს. ერთ-ერთ საბავშვო რეგიონალურ კონკურსზე მარიამ უიტნი ჰიუსტონის რეპერტუარიდან შეასრულა სიმღერა.