მწვერვალი
From Wikipedia, the free encyclopedia
მწვერვალი — მთის, მასივის და ქედის უმაღლესი ნაწილი. აქვს წვეტიანი, მომრგვალებული, მობრტყელებული ან სხვა ფორმა, რაც განპირობებულია ამგები ქანების ლითოლოგიით, ტექტონიკური აღნაგობით, დენუდაციური პროცესების ხასიათით. მსოფლიოში უმაღლესი მწვერვალებია ჯომოლუნგმა — 8848 მ (ჰიმალაი), ისმაილ სამანის პიკი — 7495 მ (პამირი); კავკასიონზე — იალბუზი — 5642 მ.