სოჭი
From Wikipedia, the free encyclopedia
სოჭი (ლათ. Abies) — მერქნიან მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ტანმაღალი, მარადმწვანე ხეებია.
ტერმინს „სოჭი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სოჭი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოჭი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
სოჭი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სოჭის გირჩი | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Abies | ||||||||||||||
|
დახურვა
50-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — კავკასიური სოჭი და ინტროდუცირებულია 13 სახეობა.
სოჭი ჩრდილის ამტანი და სინესტის მომთხოვნია. ახალგაზრდა ხე ნელა იზრდება, ცოცხლობს 500-800 წლამდე. მრავლდება თესლითა და გადაწვენით. მისი მერქანი რბილი, მჩატე და ნაკლებგამძლეა, ძირითადად იხმარება ქაღალდის წარმოებაში, სამშენებლო და სარეზონანსო მასალად.
ლამაზი დეკორატიული ხეა, ბაღებსა და პარკებში აშენებენ უმეტესად მის მტირალა, ხშირტოტიან და ნაირფერწიწვიან ფორმებს.