ზუზანე კლატენი
ზუზანე კლატენი (გერმ / From Wikipedia, the free encyclopedia
ზუზანე კლატენი (გერმ. Susanne Klatten; დ. 28 აპრილი 1962, ბად-ჰომბურგი, გერმანია, ქალიშვილობის გვარი: ქუანდტ) — გერმანელი მრეწველი, ქუანდტების დინასტიის მემკვიდრე, ბე-ემ-ვეს (12,5%) და ალტანას (100%) თანამფლობელი, მილიარდერი (13 მლრდ ევრო, 2012) და გერმანიის უმდიდრესი ქალი.
ზუზანე კლატენი არის ჰერბერტ და იოჰანა ქუანდტის ქალიშვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ 1982 წელს, მან მიიღო მემკვიდრეობით მისი ქონება, მათ შორის ბმვ-ს წილი. სკოლის დასრულების შემდეგ მან შეისწავლა სარეკლამო პროფესია ერთ-ერთ ცნობილ სარეკლამო კომპანიაში იანგი და რუბიქამი. შემდეგში იგი სწავლობდა ბიზნეს ეკონომიკას ბუკინგემის უნივერსიტეტში, ინგლისი. დოიჩე ბანკში პრაქტიკის გავლისა და ბიზნესის ადმინისტრაციის მასტერის ხარისხის მოპოვების შემდეგ (მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი, ლოზანა), გაიარა პრაქტიკა ბმვ-ს რეგენსბურგის ქარხანაში - ფსევდონიმით ზუზანე კანტი. იქ მან გაიცნო მომავალი მეუღლე იან კლატენი, მათ ყავთ სამი შვილი და ცხოვრობენ ქალაქ მიუნხენში.
2007 და 2008 წლებში, სუზანე ქუანდტი გახდა გამოძალვის მსხვერპლი. მთავარი ბრალდებული გასამართლებული იქნა მიუნხენის რაიონულ სასამართლოში თაღლითობის და გამოძალვის მცდელობისთვის და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.