უფრო პოპულარული ვიდრე იესო
From Wikipedia, the free encyclopedia
„ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო“ (ინგლ. We're more popular than Jesus) — ჯონ ლენონის მიერ 1966 წლის მარტის ინტერვიუში მოყვანილი ფრაზის ერთი ნაწილი, რომელსაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა რიგი ქვეყნების საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან. ფრაზის ეს ნაწილი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ მასზე სპეკულაციები წლების განმავლობაში არ შეწყვეტილა და თავისდაუნებურად ჯგუფის ისტორიის ერთ-ერთ გახმაურებულ ეპიზოდად რჩება დღემდე.