ფარუხ ლეგარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარდარ ფარუხ აჰმად-ხან ლეგარი (ურდუ سردار فاروق احمد خان لغاری; დ. 29 მაისი, 1940, დერა-გაზი-ხანი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 20 ოქტომბერი 2010, რავალპინდი, პენჯაბი, პაკისტანი) — პაკისტანელი პოლიტიკოსი და პაკისტანის მერვე პრეზიდენტი 1993 წლის 14 ნოემბრიდან, გადადგომამდე, 1997 წლის 2 დეკემბრამდე. ის არის პაკისტანის პირველი არჩეული ბელუჯელი პრეზიდენტი.
ფარუხ ლეგარი فاروق لیغاری | |
პაკისტანის მე-8 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ნოემბერი 1993 – 2 დეკემბერი 1997 | |
პრემიერ-მინისტრი | ბენაზირ ბჰუტო ნავაზ შარიფი |
წინამორბედი | გულამ ისხაკ ხანი |
მემკვიდრე | მუჰამედ რაფიკ ტარარი |
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ოქტომბერი 1993 – 14 ნოემბერი 1993 | |
წინამორბედი | აბდულ სატარი |
მემკვიდრე | ასეფ აჰმად ალი |
პაკისტანის წყლის რესურსების და ენერგეტიკის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 დეკემბერი 1988 – 6 აგვისტო 1990 | |
პრემიერ-მინისტრი | ბენაზირ ბჰუტო |
წინამორბედი | ვაზირ აჰმად ჯოგეზაი |
მემკვიდრე | შაჰზადა მუჰამედ იუსაფი |
დაბადებული | 29 მაისი 1940 დერა-გაზი-ხანი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 20 ოქტომბერი, 2010 (70 წლის) რავალპინდი, პენჯაბი, პაკისტანი |
მოქალაქეობა | პაკისტანი |
ეროვნება | პაკისტანელი |
პოლიტიკური პარტია | პაკისტანის სახალხო პარტია პაკისტანის მუსლიმთა ლიგა (2002-2010) |
შვილები | ავაის ლეგარი ჯამალ ლეგარი |
განათლება | ფორმან ქრისტიანის კოლეჯი ოქსფორდის უნივერსიტეტი |
პროფესია | სამოქალაქო მოხელე, პოლიტიკოსი |
ლეგარი დაიბადა ბელუჯელი ტომის და გავლენიან ფეოდალთა ოჯახში, მიიღო განათლება პაკისტანის ფორმანის ქრისტიანის კოლეჯში და ოქსფორდის უნივერსიტეტში, გაერთიანებულ სამეფოში. დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, თავისი კარიერა დაიწყო, როგორც სამოქალაქო მოხელე, სანამ 1973 წელს არ გახდა პოლიტიკოსი, როდესაც ბელუჯისტანიდან სენატორი გახდა პაკისტანის სახალხო პარტიიდან. 1980 წელს, მონაწილეობდა დემონსტრაციებში, რომელიც ზია-ულ ჰაკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ იყო მიმართული და წარმატებით იასპარეზა 1988 წლის საერთო არჩევნებში. 1990—1993 წლებში მუშაობდა ოპოზიციის ლიდერის, ბენაზირ ბჰუტოს მოადგილედ და მონაწილეობა მიიღო 1993 წლის არჩევნებში.
მისმა ტემპერამენტმა და რეპუტაციამ, საბოლოოდ დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი და 1993 წელს ლეგარი პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა, მალევე მიიღო კრიტიკა პაკისტანის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოსტზე საკამათო კანდიდატების დანიშვნის გამო და მისი „მეჰრან ბანკის სკანდალში“ ჩართულობის გამო. 1995 წელს უთანხმოება წარმოიშვა პრემიერ-მინისტრ ბენაზირ ბჰუტოსთან პოლიტიკურ საკითხებზე და 1996 წელს, ის უეცრად გაათავისუფლა თავისი ლიდერის მთავრობა. მისი პოლიტიკური ამბიციები შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფისას შეეჯახა, როდესაც იგი ცდილობდა შეინარჩუნოს უზანაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლედ საჯად ალი შაჰი, რომელიც საბოლოოდ 1997 წელს მისი გადადგომით დასრულდა. პრეზიდენტობის შემდეგ, დარჩა აქტიურ პოლიტიკაში და 2004 წელს შეუერთდა მუსლიმთა ლიგას, მაგრამ მალევე წავიდა პოლიტიკიდან. ლეგარი გარდაიცვალა 2010 წლის 20 ოქტომბერს, ხანგრძლივი გულის ავადმყოფობით, რავალპინდის სამხედრო ჰოსპიტალში.