ფერდინანდ ფონ ბრედო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ ფონ ბრედო (გერმ. Ferdinand von Bredow; დ. 16 მაისი, 1884 — გ. 30 ივნისი 1934, ბერლინი, მესამე რაიხი) — გერმანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, რაიხსვერის გენერალ-მაიორი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი.
გენერალ-მაიორი ფონ ბრედო გენერალ კურტ ფონ შლეიხერთან ერთად ჰიტლერის ხელისუფლების მოწინააღმდეგე იყო. ვაიმარის რესპუბლიკის ბოლო დღეებში იგი სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა.
გრძელი დანების ღამის დროს იგი ფიურერის მოწინააღმდეგეთა სასიკვდილოდ დასაჯელთა სიაში მოხვდა. 1934 წლის 30 ივნისს გრძელი დანების ღამეს ბრედო Schutzstaffel-ის წევრებმა მოკლეს.