ცეკვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ცეკვა — ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროებში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ცეკვის (ძვ.ფრანგ: danse, წარმოშობის შესახებ საკითხი საკამათოა და იგი უმეტესწილად მუსიკის და/ან რითმიკისაგან მიღებულ ინსპირაციის გამოვლინებას წარმოადგენს. ცეკვა მოიცავს რიტუალს, წეს-ჩვეულებებს, საშემსრულებლო ხელოვნების სახეობებს, სპორტულ სახეობას, თერაპიის ფორმას და ის შესაძლოა სოციალური ინტერაქციის ფორმა იყოს ან უბრალოდ იდივიდის გრძნობათა გამოხატვის გზა.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლისთვის, იხილეთ ცეკვა (შუახევის მუნიციპალიტეტი). |