ხორვატიის პრეზიდენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხორვატიის პრეზიდენტი (ხორ. Predsjednik Hrvatske) — ხორვატიის სახელმწიფოს მეთაური, ასრულებს ძირითადად ცერემონიულ ფუნქციებს, აგრეთვე ხელმძღვანელობს არმიასა და დიპლომატიას. ირჩევს მოსახლეობა 5 წლით. ერთი და იმავე პიროვნების პრეზიდენტად არჩევა ზედიზედ მხოლოდ ორჯერაა შესაძლებელი. გარდაცვალების, გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე.