ჰიდროელექტროსადგური
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიდროელექტროსადგური, ჰესი — ელექტროსადგური, სადაც წყლის პოტენციური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება.
ჰესი შედგება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან (რომელთა დანიშნულებაა წყლის ნაკადის საჭირო კონცენტრაციისა და დაწნევის უზრუნველყოფა) და წყლის ნაკადის ენერგიის ბრუნვის მექანიკურ ენერგიად გარდამქმნელი დანადგარებისაგან — ჰიდრავლიკური ტურბინებისაგან. ამ უკანასკნელთა მეშვეობით მექანიკური ენერგია შემდგომ ჰიდროგენერატორების საშუალებით ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. ჰესის დაწნევა წარმოიქმნება მდიანრის დაგუბებით და კაშხლის მეშვეობით მდინარის ვარდნის კონცენტრაციით ამ უბანზე ან დერივაციით, ანდა კაშხლისა და დერივაციის ერთობლიობით.