კორეის დაყოფა
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეის დაყოფა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს. სსრკ-იაპონიის ომისას, საბჭოთა კავშირმა მოახდინა კორეის ჩრდილოეთის ხოლო აშშ-მ სამხრეთის ოკუპაცია, და ორ საოკუპაციო ზონას შორის საზღვარი 38-ე პარალელზე გაევლო.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ცივი ომის დაწყებას, და აშშ-სსრკ-ს ურთიერთობების გაუარესებას მოჰყვა გაერთიანუბული და თავისუფალი კორეის პროექტის ჩაშლა. 1948 წელს, გეროს ზედამხედველობითი არჩევნები ჩატარდა აშშ-ის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ კორეაში. ამერიკელების მიერ მხარდაჭერილმა ლი სინ მანმა მოიგო არჩევნები; ამ დროს კიმ ირ სენი დაინიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერად. ამან განაპირობა კორეის რესპუბლიკის ჩამოყალიბება სამხრეთ კორეაში, რომელსაც მოჰყვა კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბება ჩრდილოეთ კორეაში.
1950 წელს, ხუთწლიანი მტრობის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სამხრეთ კორეაში ნახევარკუნძულის კომუნისტური რეჟიმის ქვეშ გაერთიანების მიზნით. კორეის ომი გაგრძელდა 1950 წლიდან 1953 წლამდე და დასრულდა კორეის სამშვიდობო შეთანხმებით, რომელმაც კორეის ნახევარუნძული დემილიტარიზირებული ზონით (DMZ) ორ ნაწილად გაყო. 2018 წლის 27 აპრილს, 2018 წლის აპრილის კორეული სამიტის დროს, ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა მიიღეს პანმუნჯომის დეკლარაცია მშვიდობისა და კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანებისათვის. ამავე წლის სექტემბერში, 2018 წლის სექტემბრის ინრერ-კორეული სამიტის შედეგ, გაკეთებული იქნა რამდენიმე სვლა ორი სახელმწიფოს გაერთიანებისაკენ, განიარაღებულნი იქნენ მესაზღვრეები და საზღვარტან შეიქმნა ბუფერული ზონები შეტაკებების თავიდან ასაცილებლად. 2018 წლის 12 დეკემბერს, ორივე კორეის სამხედროებმა პირველად გადაკვეთეს სამხედრო დემარკაციის ხაზი (MDL).[1][2]